საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
17-06-2022

ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - რეზი მეგულაშვილს (IX კლასი), თეონა გონგაძეს (VIII კლასი) ლუკა ნინიკაშვილსა (VIII კლასი) და ნინი ნინიაშვილს (VIII კლასი) „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭათ. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

16 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი თეთრიწყაროელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203