ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლის, თამარ ჯინჭარაძის სოლო კონცერტი გაიმართა
17-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბევრი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წარმატებას სკოლა საზოგადოებას მუდამ უზიარებს.

ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე თამარ ჯინჭარაძეა, რომელსაც მშობლიური სკოლის სასახელოდ არაერთი წარმატება აქვს მიღწეული.

თამარი ჩოხატაურის სამუსიკო სკოლის მოსწავლეა, მისთვის ეს წელი გამოსაშვები წელი იყო. ამასთან დაკავშირებით სამუსიკო სკოლის პედაგოგის, მადონა ჩხიკვაძის ინიციატივით, თამარის სოლო კონცერტი გაიმართა, სადაც მიწვეული ვიყავით ქვენობნის სკოლის პედაგოგები და მისი თანატოლები.

„თამარი სკოლაშიც გამორჩეულია და აქაც კარგი მომზადების დონე გამოამჟღავნა; მან შეასრულა ბეთჰოვენის, შოპენის, ბახის ნაწარმოებები და ასევე, დაუკრა მის პედაგოგებთან თემურ და მადონა ჩხიკვაძეებთან ერთად.

დამსწრე საზოგადოებამ დიდი სიამოვნება მიიღო, რისთვისაც მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ  სამუსიკო სკოლის დირექტორს, ქეთევან გიორგაძეს, მენეჯერს ნინო დოლიძეს, პედაგოგებს და მის უკვე კურსდამთავრებულს თამარ ჯინჭარაძეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203