თბილისის N118 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა
17-06-2022

თბილისის N118 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა.

სხვადასხვა ფერის მანტიებში გამოწყობილმა IV კლასის მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს. ისინი მაყურებლების წინაშე ცეკვითა და სიმღერით წარდგნენ.

მოსწავლეებმა IV კლასის დასრულების აღსანიშნავად ლამაზი და დასამახსოვრებელი ფლეშმობი გამართეს. ბავშვები პირველ მასწავლებლებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ და ოთხი წლის განმავლობაში გაწეული ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ფერადი კვამლითა და ბუშტების გაშვებით დასრულდა.

IV კლასების ხელმძღვანელები იყვნენ: ეკა ბირჩაძე, მაია ჩქარეული, ეკატერინე მჭედლიშვილი და ნინო სუხიშვილი. მათ მოსწავლეთა განათლებასა და აღზრდაში უდიდესი შრომა ჩადეს.

ღონისძიება მუსიკალურად მასწავლებლებმა - ნათია მოსულიშვილმა და ხათუნა რუხაძემ გააფორმეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203