ბოძაურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლერი შანთაძემ ხატვის კონკურსში გაიმარჯვა
17-06-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის ხელოვანმა მოსწავლემ, ლერი შანთაძემ ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. 

ახალგაზრდა მხატვრის გამოსავლენად, მხატვარ დავით მურაჩაშვილის ბავშვთა საერთაშორისო კონკურსი 4-5 ივნისს თბილისში აკადემია „გვირილამ“ გამართა.

კონკურსში ლერი შანთაძე ინტერესით ჩაერთო და წარმატებამაც არ დააყოვნა. 

კონკურსში გამარჯვებულები თბილისის საკრებულოში აკადემია „გვირილას“ პრეზიდენტმა ერნა წიფურიამ დააჯილდოვა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და გამარჯვებას ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203