„თავისუფლების ტრიადა“ - ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
17-06-2022
ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში პროექტი - „თავისუფლების ტრიადა“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ და „ბავშვთა უფლებების კონვენცის“ მიხედვით მოსწავლეებმა ვიდეორგოლი - „ჩვენი უფლებები და მოვალეობები“ მოამზადეს.

ვიდეორგოლში  მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან საკითხებს მუდამ დიდი ყურადღება ეთმობა და მათ შორის უმთავრესი ადამიანთა უფლებებია.

იხილეთ ვიდეორგოლი:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203