ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
17-06-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

6 ივნისს სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. 

აღნიშნულ შეჯიბრში ბავშვები ორ გუნდად იყვნენ გაყოფილნი. ერთი გუნდის კაპიტანი იყო ბექა ბოლქვაძე, მეორისა კი ლუკა ხოზრევანიძე. შეჯიბრი ამ უკანასკვნელთა გამარჯვებით დასრულდა.

დღე ემოციურად დატვირთული იყო. თამაში აზარტულ და მხიარულ ფონზე წარიმართა, ბავშვებს თამაშის დასასრულს მედლები გადაეცათ.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203