წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიეტუველ კოლეგებს უმასპინძლეს
17-06-2022
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მეტად მნიშვნელოვანი და მეგობრული შეხვედრა გაიმართა. სკოლას მეგობარი ქვეყნიდან, ლიეტუვადან მასწავლებელები ესტუმრნენ, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს.

სკოლაში პროექტის - „ურთიერთთანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების მიზნით“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

„ურთიერთთანამშრომლობა გრძელდებოდა მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში. დღეს მოხდა დასკვნითი ვიზიტი ლიტუელმა პედაგოგებმა დაათვალიერეს სკოლა, თითოეული კათედრა, გამოხატეს ინტერესი და კმაყოფილება სასკოლო ცხოვრების მიმართ.

შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა საპასუხო ვიზიტი წყალტუბოს მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სკოლაში - kauno sv. kazimiero progimnazija.

სკოლის დირექტორებს შორის მოხდა სიმბოლურად საჩუქრების გაცვლა. შეხვედრამ ჩაიარა მეგობრულ ატმოსფეროში“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203