„მოვიარე საქართველო“ - ახალშენის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულება საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი დიდი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში დასრულდა.
სკოლაში ღონისძიება - „მოვიარე საქართველო“ მუსიკის მასწავლებლის ირმა ჭიღვარიას ორგანიზებით ჩატარდა.
ზეიმზე პატარებმა ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ჯულიეტა ქობალია მიიწვიეს, რომელიც თავისივე ხელით ნაკეთი ხის სუვენირით დაასაჩუქრეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიების ფარგლებში საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: