თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლაში პროექტი სახელწოდებით - „Covid-19-ის გამოწვევები მოზარდებში“ განხორციელდა.პროექტს ასოციაცია - „სოციალური ქოლგა“, „ქეა კავკასიის“ მხარდაჭერით ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები: ბავშვებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან მნიშვნელოვან თემებზე:
- ემოციების და ბრაზის მართვა;
- ჯანსაღი ცხოვრების წესი;
- გარდატეხის ასაკის თავისებურებები;
- ეფექტური კომუნიკაცია და ონლაინ რესურსების სწორი გამოყენება;
- Covid -19 და მისგან გამოწვეული სტრესის მართვა.
პროექტი ძალიან აქტიურად წარიმართა. დატვირთული იყო საინტერესო, სახალისო აქტივობებით და თამაშებით.
მოსწავლეებმა უფროსებთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე მოისმინეს ინფორმაცია და ტრენერებს შეკითხვები დაუსვეს. პროექტი მოისცავდა - ოთხ შეხვედრას ბავშვებთან და ორ შეხვედრას უფროსებთან.
თეთრიწყლების საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრებისთვის.
იხილეთ ფოტოები: