ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
17-06-2022
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.

სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს და პირველ მასწავლებელს, მაყვალა მუჯირს, რომელმაც მათ განათლებაში უდიდესი ღვაწლი გასწია ემოციურად დაემშვიდობნენ.

„ლამაზი მოგონებებითა და საინტერესო წარმოდგენებით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს. მათ უდიდესი მადლიერებით გაიხსენეს მაყვალა მასწავლებლის მიერ გაწეული ამაგი და ერთად გატარებული ოთხი წელი და პირობა დადეს, რომ იქნებიან ღირსეული შთამომავლები იმ დიდი წინაპრებისა, რომლებმაც საკუთარი სისხლის ფასად შემოგვინახეს „მამული, ენა, სარწმუნოება“. მოსწავლეების მიერ შესრულებულმა ქართულმა სიმღერებმა, ლექსებმა და მინი დადგმებმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე. მათ ერთი ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივად აქციეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203