ნენიის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ქამადაძე საზაფხულო ბანაკში STEM მიმართულებით ცოდნას გაიღრმავებს
17-06-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი მათე ქამადაძე სტემ ბანაკში გაემგზავრება.
მათე იმ 45 გამორჩეულ მოსწავლეს შორის მოხვდა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით გასაუბრების გზით შეირჩნენ.
სკოლა-პანსიონი კომაროვის და საქართველოს ბანკის ორგანიზებით 19-დან 26 ივნისამდე ეწყობა საზაფხულო ბანაკი STEM საგნებით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის, ბაკურიანში, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები გაიღრმავებენ საკუთარ ცოდნას STEM მიმართულებით. ბანაკის მიმდინარეობისას მონაწილეები დაესწრებიან ბევრ საინტერესო ტრენინგს და სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან.
რეგისტრაცია გაიარა 700-ზე მეტმა, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლემ მთელი საქართველოდან. გასაუბრებაზე გადასული 140 მოსწავლიდან კი 45 გამორჩეული მოსწავლე შეირჩა.
„სკოლის და პედაგოგების გუნდის სახელით ვულოცავთ მათეს ამ დიდ წარმატებას და ბედნიერ დასვენებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს