მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება თბილისის N120 საჯარო სკოლაში
17-06-2022
თბილისის N120 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებისთვის საზეიმო, შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებლებს ემოციურად გამოემშვიდობნენ. საზეიმო ღონისძიება მეტად ემოციური და უაღრესად საინტერესო აქტივობებით დატვირთული იყო.

IV და IV კლასის მოსწავლეები გულისტკივილით, მაგრამ მაინც მხიარული განწყობით ემშვიდობებოდნენ თავის პირველ მასწავლებლებს - მანანა მერაბიშვილსა და ნინო ბერიტაშვილს.

ღონისძიებას მოწვეული სტუმარი, „მუსიკის“ სახელმძღვანელოს ავტორი მაია ოთიაშვილი, სკოლის დირექცია და პედაგოგები ესწრებოდნენ.

თითოეულმა კლასმა თავიანთი შემოქმედებითი უნარი აჩვენა: იმღერეს, იცეკვეს, თბილი სიტყვებით მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს: მანანა მერაბიშვილს, ნინო ბერიტაშვილს, ნინო ბახტაძე-ჭაღიაშვილს, ცეკვის მასწავლებელს, ეთერ ტატინაშვილს.

სკოლის დირექტორმა, მზია ვახტანგიშვილმა გზა დაულოცა მოსწავლეებს და მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, მშობლებსა და ბავშვებს.

ასევე ლამაზი სიტყვები არ დაიშურა მიწვეულმა სტუმარმა და ხაზი გაუსვა თითოეული მოსწავლის ნიჭსა და შემოქმედებით უნარს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203