დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიქტორინაში მედლები და სიგელები დაიმსახურეს
17-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებსა თუ საგნობრივ კონკურსებში მუდამ ხალისით, აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მე-5, მე-6, და მე-7 კლასების მოსწალეებისთვის სასკოლო ვიქტორინა გაიმართა, სადაც ბავშვებმა საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოამჟღავნეს.
ვიქტორინის ფარგლებში მოსწავლეებმა სიგელები და მედლები დაიმსახურეს, რომლებიც საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.