წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ოტია იოსელიანის დაბადებიდან 92 წლისთავი მწერლის სახლ-მუზეუმში აღნიშნეს
17-06-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დირექციამ და პედაგოგებმა ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის დაბადებიდან 92 წლისთავი აღნიშნეს.
ამ დღის აღსანიშნავად სახლ-მუზეუმს სკოლის თეატრალური დასი „ოტიაური“, დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ესტუმრნენ.
სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ ოტია იოსელიანის საფლავთან მოსაგონარი სიტყვა წარმოთქვა და ხოტბა შეასხა დიდ მწერალს.
მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: თ. ივანეიშვილი, ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი ს. ქობალია) ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში კომპლექსური დავალების პროდუქტი, ოტია იოსელიანის „ათი მცნება“ პოსტერების სახით წარადგინეს.
მე-7ა კლასის მოსწავლეებმა (ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი დ. ხაჩიძე) ისაუბრეს ოტიას ცხოვრება-მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ.
თეატრალურმა დასმა „ოტიაური (რეჟისორი: ტატო პატარიძე) ოტია იოსელიანის პიესიდან - „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ წარადგინეს.
მოსწავლეთა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და დადებითად შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ. მათ შორის წყალტუბოს საპატიო მოქალაქემ, ოქროპირ სვანაძემ.
სახლ-მუზეუმში სტუმრობისას დაისახა სამომავლო მიზნები და სამუშაო გეგმა, რომელსაც ოტია იოსელიანის სახელობის საჯარო სკოლა ჩვეულებისამებრ, უახლოეს მომავალში განახორციელებს.