წყაროსთავის საჯარო სკოლაში პროექტი - „სიცოცხლის პირამიდა“ განხორციელდება
17-06-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლაში პროექტი - „სიცოცხლის პირამიდა“ განხორციელდება.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. პროექტი გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით.

პროექტის დაგეგმვამდე, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული თემის შერჩევის მიზნით, წყაროსთავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობამ ჩაატარა კვლევა - კითხვარის შევსება, ანალიზი და შედეგების გაცნობა სასკოლო საზოგადოებისთვის.

კითხვარის შედეგების ანალიზით გაირკვა თემა - „ჯანსაღი ცხოვრება“, შედეგები გააცნეს სასკოლო საზოგადოებას, შეირჩა საპროექტო ჯგუფი, მონიტორინგის ჯგუფი, დადგინდა შეხვედრების განრიგი, გაიწერა სამოქმედო გეგმა. პროექტის სახელწოდებად კი შეირჩა - „სიცოცხლის პირამიდა“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203