ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
17-06-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

ამის ნათელი მაგალითია, ის რომ სასწავლო წლის ბოლო დღეს, 15 ივნისს სკოლაში გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა ხელით დამზადებული, დახატული და გამოძერწილი ნამუშევრები.

მოსწავლეთა შემოქმედებამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. დამთვალიერებლები დიდი ინტერესითა და აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ ნამუშევრებს. დღემ საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203