ქუთაისის N20 სკოლის ვოკალური ჯგუფი მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის II ტურში გადავიდა
17-06-2022
ქუთაისის N20 საჯარო სკოლის ვოკალური ჯგუფი პედაგოგის, ნატო გელოვანის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადაში მონაწილეობდა და მეორე ტურში წარმატებით გადავიდა. 

19 მაისს, ქუთაისის ოპერის თეატრში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის დასკვნითი ტური ჩატარდა, სადაც ქუთაისის N20 საჯარო სკოლა ღირსეულად წარდგა.

„ამ არაჩვეულებრივი სიმღერის ავტორი თავად ქალბატონი ნატოა, ხოლო ტექსტი ქალბატონ მაია მარუაშვილს ეკუთვნის.

უდიდესი მადლობა ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს: ნიკოლოზ ფოლადაშვილს, ანა ფხაკაძეს, თეკლა ლომთაძეს, ანა ლომთაძეს, ანი ცირამუასა და ლიზი კოღუაშვილს!

განსაკუთრებული მადლობა, ჩვენი სკოლის ბულბულს, ქალბატონ ნატოს, თავდაუზოგავი შრომისათვის! წარმატებას გისურვებთ! დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის! გვეამაყებით! ნატო მასწავლებელო! ნიკოლოზ! პრინცესებო!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203