გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებით გასვლითი ტური 
17-06-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის - „იცნობდე შენს რაიონის“ ფარგლებში, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა ასპინძის, ახალციხისა და ბორჯომის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. 

მოსწავლეები გასვლითი ტურიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და ახალი ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო სკოლის შიდა თუ გარე ღონისძიებებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203