ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
17-06-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მე-4ა კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები საღამო გაიმართა.
14 ივნისს, მშობლების მიერ ზღაპრულად მორთულ სააქტო დარბაზში საზეიმო განწყობა სუფევდა.
ამაღლებული განწყობითა და დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მე-4ა კლასის მოსწავლეები საყვარელ მასწავლებელს - მარიამ რობაქიძეს. მოსწავლეებმა შეაჯამეს ნაყოფიერი ოთხი წელი, ლექსებით, ცეკვებით და სიმღერებით გაამხიარულეს მათ მშობლები და მასწავლებლები.
მარიამ მასწავლებელმა ბავშვებს ბედნიერი მომავალი და მშვიდობიანი არდადეგები უსურვა.