ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა სასწავლო წელი ინტელექტუალური თამაშით შეაჯამეს
17-06-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მეორე კლასში სასწავლო წლის შემაჯამებელი ინტელექტუალური თამაში ჩატარდა. ინტელექტუალურ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წლის მანძილზე დაგროვილი ცოდნა და უნარ-ჩვევები წარმოაჩინეს. 

მეორეკლასელებს მორიგი მხიარული დღე დამრიგებელმა ანა სოსელიამ აჩუქა. 

თამაშის პროცესში მოსწავლეებმა გამოავლინეს სწრაფი აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. საუკეთესოდ შეასრულეს მათემატიკური დავალებები. წარმოაჩინეს მხატვრული კითხვის ნიჭი. შეძლეს გუნდურად სიმღერა, ცეკვა და სპორტული თამაში.

მონაწილე გუნდები „ნაკადული“ და „პეპლები“ საუკეთესო ინტელექტუალური თამაშისთვის დაჯილდოვდნენ სიგელებით და პრიზით.

ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ თამაში წარიმართა წესების დაცვით და საუკეთესო შედეგით დასრულდა. გამარჯვებულ გუნდებს  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203