სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიღბების თეატრის სპექტაკლს დაესწრნენ
17-06-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები შარლ პეროს ზღაპარზე დაფუძნებულ სპექტაკლს - „წითელქუდა“ დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი 25 მაისს, ვანის კულტურის სახლში ნიღბების თეატრმა წარადგინა.
„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ვანის მუნიციპალიტეტის მერიას და კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურს, რომ ასეთი მხიარული, ლამაზი და ბედნიერი დღე აჩუქეს ჩვენს პატარებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს