ქორეთის საჯარო სკოლაში კალათბურთში შიდასასკოლო ფესტივალი ჩატარდა
17-06-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება.
მოსწავლეები სხვადასხვა კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ.
ამჯერად, სკოლაში შემაჯამებელი კომპლექსური დავალება - კალათბურთში „შიდასასკოლო ფესტივალი“ ჩატარდა, რომელშიც საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა პედაგოგი მურადი ფარქოსაძე გახლავთ.