გეჯეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები საღამო
17-06-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა, პედაგოგის მარიამ ბესიაშვილის ხელმძღვანელობით შთამბეჭდავი გამოსაშვები საღამო გამართეს, სადაც საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს.

საზეიმოდ მორთულ გარემოში მასწავლებლებმა ბავშვებს თეთრ მაისურზე სამახსოვრო წარწერებიც დაუტოვეს.

„გილოცავთ ბავშვებო სკოლის პირველი საფეხურის წარმატებით დასრულებას! წარმატებებს, წინსვლასა და საინტერესო ცხოვრების გზას გისურვებთ. გახსოვდეთ თქვენი სიძლიერე, თქვენი განათლება. სიკეთეზე ფიქრს, სიკეთე მოაქვს. პატიება კი ძლიერთა ხვედრია! მუდამ ასეთი ძლიერები, ბედნიერები და ლამაზები მენახეთ!გესახელებინოთ თქვენი სკოლა და პედაგოგები!“, - აღნიშნულია მასწავლებელის მარიამ ბესიაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203