დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო
16-06-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო. 

თავიანთი მრავალფეროვანი ნამუშევრები მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. 

ნახატები სკოლაში თვალსაჩინო ადგილას იყო განთავსებული და მათ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმასახურა. 

გამოფენა ხელოვნების მასწავლებლის როზა მარკოსიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203