აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ოთხი დაუვიწყარი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
16-06-2022

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დამეშვიდობნენ. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და დამრიგებელ მანანა თოლორაიას მადლობა გადაუხადეს.

„ემოციების, ცრემლების, მოფერებისა და სიხარულის გარეშე არ ჩაუვლია გამოსამშვიდობებლ ღონისძიებას. 
თითოეული სიტყვა გულწრფელი და სიყვარულით სავსე იყო. დიდი მოწიწება გამოხატეს მოსწავლეებმა მასწავლებლისა და სკოლის მიმართ. მათმა ბავშვურმა, უანგარო და უბოროტო სიყვარულმა გულგრილი არავინ დატოვა.  
სიყვარული შობს სიყვარულს! 
ვულოცავთ პატარებს დიდი მოგზაურობის პატარა ეპიზოდის წარმატებით გადაფურცვლას და მორიგ, უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203