ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის სასკოლო საზოგადოებისთვის სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით, წირვა აღევლინა
16-06-2022
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით ტრადიციულად სასკოლო საზოგადოებისთვის ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და 12 მოციქულის სახელობის ტაძარში წირვა აღევლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით მეტ დეტალურ ინფორმაციას ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ავრცელებს:

„მისი ყოვლადუსამღვდელოესის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე) და სკოლის სულიერმა მოძღვარმა დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე), 2021-2022 სასწავლო წლის დასასრულს ტრადიციულად აღავლინეს წირვა და ქადაგებით მიმართეს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს“, - აღნიშნულია გიმნაზიის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203