ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების ოთახი და მოსწავლეთა შექმნილი შთამბეჭდავი ნამუშევრები
16-06-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა.

ამისთვის კი სკოლაში შესაბამისი გარემოცაა შექმნილი. ამის ნათელი მაგალითია სკოლაში არსებული ხელოვნების ოთახი - „ფერადი გალერეა“, სადაც მოსწავლეების თითოეული ნამუშევარი საპატიო ადგილს იკავებს.

ხელოვნების პედაგოგი დაუღალავად შრომობს, რათა ბავშვები წაახალისოს და შესაძლებლობების წარმოჩენაში დაეხმაროს.

მასწავლებელი ბავშვს განმავითარებელ აქტივობებს ხშირად სთავაზობს, რომელთა საშუალებით მოსწავლეები შესანიშნავ ნამუშევრებს ქმნიან.


აღნიშნულ სივრცეში ასევე, არაერთი დასამახსოვრებელი აქტივობა ჩატარებულა. „ფერადი გალერეა“ თითოეული მოსწავლის საყვარელი ადგილია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203