იანეულის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს
16-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

ასევე, სკოლის სასახელოდ მეცხრეკლასელებმა სწავლა ღირსეულად დაასრულეს, რითიც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი სიამაყით არის აღსავსე.

​„ჩემო საყვარელო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო. გილოცავთ კიდევ ერთი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას. განსაკუთრებით კი მეცხრე კლასის მოსწავლეებს: მარიამ ცინცაძეს, ნინი კეკელიძესა და თორნიკე სალუქვაძეს.

გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და ბედნიერებას, გვეამაყოს თქვენი გადადგმული ყოველი ნაბიჯით“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203