„ექიმობანა“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი კომპლექსური დავალება
16-06-2022

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

აუცილებლად აღსანიშნავია, მე-4 კლასის მოსწავლეთა კომპლექსური დავალება - „ექიმობანა“, რომელიც მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე შეასრულეს. მოსწავლეებმა მოირგეს როლები და მასწავლებლების წინაშე განსხვავებულ ამპლუაში წარდგნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა შეძლეს ცნებებისა და მკვიდრი წარმოდგენების გაცოცხლება. კომპლექსური დავალება ემსახურებოდა ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას.

მე-4 კლასის მოსწავლეთა დამრიგებელი მარინა სოხაძე გახლავთ, ინგლისური ენის მასწავლებელი კი სალომე საგანელიძეა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203