გელაძეების საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
16-06-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებები ხშირად იმართება, რომლებშიც ბავშვები ყოველთვის ხალისით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

ერთმანეთს ორი გუნდი - „არწივები“ და „დათვები“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვება წილად „არწივების“ გუნდს ხვდა, რომლის ლიდერი ნიკა გელაძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ სპორტული შეჯიბრებების მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობა გახლავთ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203