საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჰესების მუშაობას გაეცნენ
16-06-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის მე-9 და მე-7კლასების მოსწავლეებმა თემაზე - „ჰიდროენერგეტიკა საქართველოში“ აქტივობა განახორციელეს.
მოსწავლეებმა მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მოიძიეს ინფორმაცია ჰესების ფუნქციისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
ასევე, მოინახულეს ვარციხჰესის მე-3 კასკადი, სადაც მოსწავლეებს ჰესის თანამშრომლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ჰესის დანიშნულებისა და მუშაობის შესახებ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს