ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს
16-06-2022
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით და საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.

მე-4 (დამრიგებელი ფატიმა ფრუიძე), მე-4 (დამრიგებელი მაია თვარაძე) და მე-4 (დამრიგებელი მზევინარ დეისაძე) კლასების მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ და საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს.

„კიდევ ერთი თაობა დაფრთიანდა ქუთაისის N37 საჯარო სკოლის კედლებში, ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ღონისძიების ფონზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი იყო და მეოთხეკლასელებმა არამხოლოდ საკუთარი პედაგოგები, არამედ მთელი სასკოლო საზოგადოება ასახელეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203