არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმს ეწვივნენ
16-06-2022
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებს პედაგოგები მუდამ საინტერესო, შემეცნებით და ამავდროულად, სახალისო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეები, მუსიკის პედაგოგთან, ხათუნა ბუაძესთან ერთად, ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში იმყოფებოდნენ.

„შემეცნებითი და ნაყოფიერი დღე გამოვიდა! ბავშვებმა დაათვალიერეს მუზეუმი, მოისმინეს ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ სხვადასხვა სახის საკრავები. მადლობა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუზეუმის თანამშრომლებს კეთილი და სასიამოვნო გარემოს შექმნისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203