მომხიბვლელი კახეთი, თავისი ბუნებით, ისტორიული ძეგლებითა და ტრადიციებით - ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხე განიხილეს
16-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო დავალებას ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, მათ საქართველოს კუთხეები განიხილეს, შეარჩიეს კახეთი და წლის ბოლოს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ნასწავლი. მოსწავლეებმა ნაკრძალის შესახებ სლაიდშოუც მოამზადეს.

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

„მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით, შეარჩიეს თემა, რომელიც შეაჯამეს სასწავლო წლის ბოლოს. კახეთმა მოსწავლეები მოიხიბლა თავისი ისტორიული, გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით, ძეგლებით, სილამაზით, ვენახებით, მარნებით. ამიტომაც გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ გახსენათ ეს მშვენიერი ტერიტორია -კახეთი“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203