„ტურიზმი სვანეთში“ - თბილისის N54 სკოლის მეხუთეკლასელმა საინტერესო ნამუშევრები შექმნა
16-06-2022
სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლემ, ალექსანდრე - იოანე იმნაძემ საგანში ჩვენი საქართველო მეტად საინტერესო ნამუშევრები შექმნა.

თემაზე- „ტურიზმი სვანეთში“ მეხუთეკლასელმა გააკეთა პოსტერი, ვიდეოკლიპი და ბუკლეტი. ასევე, შექმნა მარშრუტი ლუხიდან ოქროწყლის ტბებამდე, რისთვისაც პროგრამა - krita გამოიყენა.

მოსწავლის პედაგოგი და კლასის დამრიგებელი კი მაკა ლუტიძე გახლავთ.

აღსანიშნავია, თბილისის N54 საჯარო სკოლა საკუთარი მოსწავლეების მიღწევებით მუდამ ამაყობს, ამიტომ იოანეს ნამუშევრები  საზოგადოებას წარუდგინა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203