ჩამდურის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
16-06-2022
ახალქალქის მუნიციპალიტეის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.

ამასთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა იმღერეს და შეასრულეს როგორც ქართული, ისე სომხური ცეკვები.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„დაირეკა ბოლო ზარი. გავაცილეთ ჩვენი სამაყო მოსწავლეები. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიულოცეთ ეს დღე ვუსურვეთ წარმატებები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203