„ჩემი მუზეუმი“- ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
16-06-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება.
მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში ქართული ენის მასწავლებლის, შორენა ოჩხიკიძის მიერ კომპლექსური დავალების ფარგლებში, საგაკვეთილო მასალის - „ზურას მუზეუმის“ მიხედვით, ბავშვებმა ვიდეოები - „ჩემი მუზეუმი“ დაამზადეს.
„მოსწავლეებს უნდა მოეძიებინათ საკუთარი წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია, შეედგინათ გენეალოგიური ხე ან ცხრილი, შეეგროვებინათ ოჯახში არსებული ნივთები, მოეძიათ მათ შესახებ ინფორმაცია; ეამბნათ საკუთარი ნივთების შესახებ. ეს ყველაფერი სამ „დარბაზად უნდა გაენაწილებინათ“ და გადაეღოთ ვიდეო.
შემდეგ კლასის წინაშე წარედგინათ, თუ რა ეტაპები გაიარეს საჭირო პროდუქტის შექმნამდე; რა გაუჭირდათ ? რა გაუმარტივდათ ? რას შეცვლიდნენ და გაითვალისწინებენ მომავალში? პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს კიდევ უფრო სიღრმისეულად მოიძიონ წინაპრების შესახებ ინფორმაცია და შეაგროვონ; სამომავლოდ გაუფრთხილდნენ ნივთებს, რადგან ისინი რამდენიმე წლის შემდეგ საინტერესო ექსპონატებად გადაიქცევიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო