ნენიის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მათე ქამადაძემ საგნობრივ კონკურსში გაიმარჯვა
16-06-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მათე ქამადაძემ გეოგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა. 

საგნობრივი კონკურსები სამოქალაქო განათლებაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში ჩატარდა. გამარჯვებული სკოლები, მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ. 

ცერემონიას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკოლაში მოსწავლის მიღწევებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ომარ ტაკიძემ, წარმატებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს კონკურში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ნენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები და სკოლის წარმომადგენლები ულოცავენ, უსურვებენ წინსვლას და წარმატებას მომავალში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203