ტურცხის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა შემაჯამებელ გაკვეთილზე ინტელექტუალური თამაში ითამაშეს
16-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მე-8 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.
ამასთან დაკავშირებით, კლასში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
მასში მოსწვალეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლაში მათ სასწავლო წლის დასრულებას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„შემაჯამებელი გაკვეთილი თამაშის პრინციპით წარმოადგინეს და დამსწრეებიც გაახალისეს. მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე გავლილ მასალაზე დაყრდნობით შეადგინეს თამაშის კითხვები და ორ გუნდში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მუშაობის პრინციპი გუნდური იყო და ბავშვებმა თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითიც გვაჩვენეს. აქვე, ვულოცავთ ბავშვებს სასწავლო წლის დასრულებას და ვუსურვებთ ბედნიერ არდადეგებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს