ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-3 კლასში ინგლისურში პროექტი - Little Red Riding Hood (წითელქუდა) განხორციელდა.
მოსწავლეებმა ზღაპრის, „წითელქუდას“ პერსონაჟები „გააცოცხლეს“. მოსწავლეებმა პერსონაჟების კოსტიუმებიც მოირგეს და პედაგოგისა თუ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მესამეკლასელების მასწავლებელი ნინო გიგოლაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: