„გვიყვარხართ და გვეიმედებით!“ - წნორის N3 სკოლაში 2022 წლის კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს
16-06-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N3 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას ჩვენო XII კლასელებო! ცხოვრების ახალ ეტაპზე უამრავ წარმატებას გისურვებთ. გვიყვარხართ და გვეიმედებით!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203