ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა შექმნილმა პოსტერმა კონკურსში გაიმარჯვა
16-06-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ორგანიზაცია English Book Education-მა პოსტერების შექმნაში სააღდგომო კონკურსი ჩაატარა, რომელშიც სკოლის IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მეცხრეკლასელებმა პოსტერი თემაზე - „აღდგომა საქართველოში“ შექმნეს.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილმა პოსტერი შეირჩა და ბავშვებმა გაიმარჯვეს. გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლის დამთავრების დღეს სკოლის დირექტორმა, ჯემალ ივანიძემ საზეიმო ვითარებაში ბავშვებს ორგანიზაცია English Education Book-ის მიერ დაწესებული სერტიფიკატები გადასცა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203