ბანძის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
16-06-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასწავლო წლის დასრულება უკვე III კლასის მოსწავლეებმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.
მოსწავლეებს მათმა პედაგოგმა მესამე კლასში წარმატებით გადასვლა მიულოცა და სექტემბრამდე ბავშვებს ემოციურად დაემშვიდობა.
„ჩემო გულიანო, ენერგიულო ბავშვებო, იმედია არდადეგებზე დაიმუხტებით განსაკუთრებული დადებითი ემოციებით... ჯანმრთელები და ხალისიანები დაუბრუნდებით საკლასო ოთახებს, სადაც თქვენ გელოდებათ ახალ-ახალი ცოდნის მწვერვალები დასაპყრობი... გემშვიდობებით, იმ პირობით, რომ ისევ ერთად ვიქნებით... უყვარხართ მზია მასწავლებელს“, - ასე ემშვიდობება მოსწავლეებს მათი პედაგოგი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს