ხაჩკოვის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
16-06-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ემოციური და ამაღელვებელი იყო, დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მოსწავლეები თავიანთ პირველ მასწავლებელს - მარიულია მანასიანს, მას ვინც შეაყვარა წიგნი, ასწავლა ანბანი. 

მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და ლამაზი ღონისძიება გამართეს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები თითოეულ მათგანს უსურვებენ, ისეთივე წარმატებით და შემართებით შეუდგნენ სწავლას მომავალ სასწავლო წელს, როგორც დაწყებით კლასებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203