ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
16-06-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

ღონისძიება დამრიგებელ ხათუნა კვერღელიძის ხელმძვანელობით გაიმართა.

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს ემოციური და გულში ჩამწვდომი ღონისძიება. ქალბატონმა ხათუნამ მშობლების თანადგომით არაჩვეულებრივი 5 მოსწავლე აღზარდა. ესენია: ნიკოლოზ თავაძე, ნიკოლოზ ანდღულაძე, მარიამ ბაჯელიძე, ერეკლე დარჩია, ცოტნე ფუტკარაძე.   
ასევე, მოსწავლეებს ამავე სკოლის პირველი, მეორე, მესამე კლასის მოსწავლეებმა გზა დაულოცეს და მიესალმნენ სხვადასხვა საინტერესო ნომრებით. ასევე ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მიწვეულმა პედაგოგებმა მათ სწავლა და კეთილი სურვილები უსურვეს. კლასის დამრიგებელმა სამახსოვრო ბარათები გადასცა მოსწავლეებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203