ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
16-06-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.

მოსწავლეებმა სწავლის დასრულების აღსანიშნავად, მცირე თუმცა, მეტად საინტერესო ზეიმი გამართეს, რომლის ფარგლებშიც საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს.

ღონისძიებას სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა, რომლებმაც მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

ღონისძიებას ფონად, ოთარ ჭილაძის სიტყვები - „აი, გავიდა ეს წელიწადიც და ამჟამადაც დავრჩი უცვლელი...“ გასდევდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203