ერგეს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს
16-06-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება ღონისძიებით - „მიმიხარია სოფლისკენ“ და „ზაფხულობით ზღვას რა სჯობს“ აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ბავშვებმა მოირგეს სხვადასხვა მწერლების ლიტერატურული პერსონაჟების როლები, მხატვრულად წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები და შეასრულეს ცნობილი მომღერლების ჰიტები.

ღონისძიებას III კლასის დამრიგებელი მზია ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203