დიაკონიძეების საჯარო სკოლიდან ორი პირველკლასელი საზაფხულო არდადეგებზე დიდი სიყვარულითა და საზაფხულო რეკომენდაციებით გააცილეს
16-06-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეების საჯარო სკოლაში მორიგი წარმატებული სასწავლო წელი მიილია. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. 

წელს სკოლის პირველ კლასში სულ 2 მოსწავლე ირიცხებოდა. მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს პირველი სასწავლო წელი და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაუმართლათ, რომ სასწავლო პროცესმა საკლასო ოთახებში, „ოფლაინ“ ჩაიარა. პირველკლასელთა დამრიგებელი ნანული ანანიძე გახლავთ. 

დამრიგებელმა საზაფხულო რეკომენდაციები გასცა და ბავშვებს ბედნიერი არდადეგები უსურვა.

„ჩემი აღსაზრდელები გავაცილე საზაფხულო არდადეგებზე, დიდი სიყვარულითა და სითბოთი. მივეცი რეკომენდაცია, წაიკითხონ მათთვის საყვარელი ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები, აირჩიონ მათთვის საყვარელი ზღაპრის პერსონაჟი, შექმნან პერსონაჟის რუკა, დაწერონ მცირე თხზულებები“,- აღნიშნავს პედაგოგი.

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს ბედნიერ არდადეგებსა და მე-2 კლასში მშვიდობიან დაბრუნებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203