ნოსირის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს
16-06-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლაში მორიგი წარმატებული სასწავლო წელი მიილია. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. 

სასწავლო წელი წარმატებული იყო ნოსირის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელთათვის, რომელთაც წელს საბაზო საფეხური დაამთავრეს. მოსწავლეებს ახალ საფეხურზე გადასვლა საზეიმოდ მიულოცეს სკოლის დირექტორმა მზიური ოდიშარიამ, დამრიგებელმა თამარ მილორავამ და მთელმა სასკოლო საზოგადოებამ.

„სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის მე-9 კლასელებს საბაზო საფეხურის წარმატებით დაძლევას და უსურვებს წარმატებული მომავლისკენ გაცნობიერებულ და გააზრებულ სვლას, ამავე სკოლის საუკეთესო პედაგოგებთან ერთად“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203