ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს 
16-06-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. 15 ივნისს, სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა. მე- 2 კლასის მოსწავლეებმა ​სიმღერებითა და ცეკვებით აღნიშნეს 2021-2022 სასწავლო წლის დამთავრება.

ღონისძიება კლასის დამრიგებლის ლია ბარბაქაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

ზღაპრულად მორთულ გარემოში ბავშვებმა დიდი მონდომებით შეასრულეს რამდენიმე ნომერი. ლია მასწავლებელმა კი მათ წარმატებული მომავალი, მშვიდობიანი და ბედნიერი არდადეგები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203